გარაყანიძე ზაალ

გარაყანიძე ზაალ (გ. დაახლ. 1741), ქართული კულტურის მოღვაწე, დიპლომატი. კახელი აზნაური, აღიზარდა არჩილ II-ის კარზე. XVII ს. 80-იან წლებში რუსეთში გაჰყვა არჩილს. იყო ალექსანდრე ბატონიშვილის სახლთუხუცესი. იბრძოდა ნარვასთან (1700), სადაც ტყვედ ჩავარდა. 1700–07 იგი ალექსანდრე ბატონიშვილთან ერთად იყო სტოკჰოლმსა და შვედეთის სხვა ქ-ებში. 1708 მოსკოვში დაბრუნდა. არჩილ II-მ იგი საქართველოში გამოგზავნა. ქართლის სამეფოსა და რუს. იმპერიის სამხ.-პოლიტ. კავშირის დროს კახეთის მეფემ კონსტანტინე II-მ რუსეთში ელჩად გაგზავნა. მოსკოვში გ. ბერად აღიკვეცა. შემდეგ ნოვგოროდში გადავიდა, სადაც იოსებ სამებელის დასის წევრი გახდა. იქ ქართ. წიგნები გადაწერა.

ფ. სიხარულიძე