დობჟინსკი კონსტანტინე ანდრიას ძე [25. XII. 1889 (6. I. 1890) – 24. IV. 1967, თბილისი], რუსი მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1954).
სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1906 ქ. ნიკოლაევში. იყო რუსეთის სხვადასხვა თეატრის მსახიობი. 1936-იდან დ. თბილ. ა. გრიბოედოვის სახ. თეატრში მუშაობდა. მისი საუკეთესო როლები იყო: ფროლ ფედულიჩი, ჩუგუნოვი (ა. ოსტროვსკის „უკანასკნელი მსხვერპლი", "მგლები და ცხვრები"), ბერესტი (ა. კორნეიჩუკის „პლატონ კრეჩეტი"), ჟელეზნოვი (მ. გორკის „ვასა ჟელეზნოვა"), სტოროჟევი (ნ. ვირტას „მიწა"), კრასავინი (ს. ნაიდენოვის „ვანიუშინის ოჯახი"), დუბასოვი (ი. ბეხტერევისა და ა. რაზუმოვსკის „მხედართმთავარი სუვოროვი"), რომან კოშკინი (კ. ტრენიოვის „ლიუბოვ იაროვაია"), ვასინი, პროფ. ვორონცოვი (კ. სიმონოვის „რუსი ადამიანები", „ასეც იქნება") და სხვ.
შ. ცუცქირიძე