გარდაბნის არხი

გარდაბნის არხი, მარინეს არხი, ერთ-ერთი დიდი სარწყავი სისტემა ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, გარდაბნის ვაკეზე. აგებულია მეფე ვახტანგ VI-ის განკარგულებით, შემდეგ მოშლილა და 1864–67 ხელახლა გაუყვანიათ. XX საუკუნეში რამდენჯერმეა რეკონსტრუირებული. არხს სათავე უდევს მდ. მტკვრის მარცხ. ნაპირზე, ქ. რუსთავის ხიდთან, სამხრ.-აღმ-კენ მიემართება და ჯანდარის ტბას უერთდება. სიგრძე 16,9 კმ. გამტარუნარიანობა 16 მ³/წმ. რწყავს 11,3 ათ. ჰა მიწას. მაგისტრ. არხიდან თითო კმ-ის დაშორებით გაყვანილია 16 გამანაწილებელი არხი, რ-თა საერთო სიგრძეა 112 კმ.

კ. ჯავრიშვილი