გარესკნელი

გარესკნელი, უძველესი ქართული წარმოდგენით, სამყაროს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ქვესკნელთან, შუასკნელთან, ზესკნელთან, წინასკნელთან და უკანასკნელთან ერთად. გ. ნიშნავს გარეთა წრეს, გარემოს, გარემოცვას, გარეთას, ბუნების–ადამიანის კულტ. გარემოსთან მიმართებაში.

ლიტ.: შენგელაია დ., სამი სკნელი, თხზულებანი, ტ. 2, თბ., 1960.

ნ. შამანაძე