გარეული იხვი

გარეული იხვი (Anas platyrhynchos), ფრინველი ღერღეტისნაირთა რიგისა. მისი სხეულის მასაა 0,8–2 კგ. კარგად ცურავს, სწრაფად დაფრინავს. მამალს აქვს შავი თავი (მომწვანო ბზინვარებით), წაბლისფერი მკერდი, ყვითელი ნისკარტი, ნარინჯისფერი ფეხები; დედალი უფრო სადა შეფერილობისაა. საქართველოში მცირე რაოდენობით ბინადრობს, ბევრია ზამთრობისას. ბუდობს წყალსატევების პირას, იშვიათად ხეებზე და სახლის სახურავებზეც კი (ქ-ებში). იკვებება წყალმცენარეებით, თესლით, უმდაბლესი კიბოსნაირებით, მოლუსკებით. აპრილში დედალი დებს 7–11 კვერცხს, რ-თა ინკუბაცია გრძელდება 26 დღ-ღ. გ. ი შინაური იხვის მრავალნაირი ჯიშის წინაპარია, ძვირფასი სანადირო ობიექტია.

რ. ჟორდანია