გარსევანიშვილი თევდორე დავითის ძე

გარსევანიშვილი თევდორე დავითის ძე (20. III. 1924, გორი, – 8. IV. 1987, კიევი), სამხედრო მოღვაწე. ავიაციის პოლკოვნიკი (1964), საბჭ. კავშირის დამს. სამხ. მფრინავი (1967), რთულ მეტეოროლ. პირობებში ფრენის ხანგრძლივობის რეკორდის მფლობელი (1967–79).

დაამთავრა თბილ. საფრენოსნო სკოლა (1941). კრასნოდარის საპილოტო სასწავლებელი (1944). II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა უკრ. I ფრონტზე. პოლ. და ჩეხოსლ. განთავისუფლების, ბერლინის აღებისა და კვანტუნის არმიის წინააღმდეგ ბრძოლების (1945) მონაწილე. მის ანგარიშზეა 74 საბრძოლო გაფრენა, ჩამოაგდო მტრის 7 თვითმფრინავი. მონაწილეობდა სამხ. აეროდრომების მშენებლობასა და დაგეგმარებაში. კიევის მახლობლად ბროვანში მემორიალად დგას ომში გადარჩენილი მისი საბრძოლო თვითმფრინავი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

ი. ქორიძე