გარფი

გარფი, სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტის ოთხარის თემში (აფხაზეთის არ), ბზიფის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. კუშირთის (მჭიშთის მარცხ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 300 მ, გუდაუთიდან 20 კმ.

სოფლის მახლობლად არის კარსტული მღვიმეები (დიდი და მცირე გარფი).

გ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.