გარეჯვარი

გარეჯვარი, გორის მუნიციპალიტეტის სოფლების დიდი გარეჯვრისა და პატარა გარეჯვრის ძვ. სახელწოდება. გ. წყაროებში პირველად იხსენიება XVI ს-ში. 1633 მეფე როსტომმა სოფელში მოსახლე სულარყაზანის ნაქონი მამულის წყალობა განუახლა ქაიხოსრო მაჩაბელს. XVII–XIX სს-ში სოფლის ყმა-მამულებს თუმანიშვილები ფლობდნენ. გ. მოხსენიებული აქვს ვახუშტი ბატონიშვილს (XVIII ს.) სოფელთა სიაში.

ჯ. გვასალია