გარეჯის სერი

გარეჯის სერი, უდაბნოს ქედი, დაბალი სუბგანედური ქედი (სერი) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგანზე. სიგრძე 10–11 კმ, უმაღლესი წერტილი მთა უდაბნო (879 მ). ანტიკლინური ასიმეტრიული ქედია, ჩრდ. კალთა ციცაბოა, ზოგან ფლატეებიანი, სამხრ. – შედარებით დამრეცი. აგებულია ნეოგენური (მეოტური და პონტური) კონგლომერატებით, ქვიშაქვებითა და თიხნარებით. ჩრდ. კალთა შემოსილია ჯაგეკლიანი ბუჩქნარით. ქედის კალთაზე დგას ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი – დავითგარეჯა|დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტერი.

მ. უთმელიძე