არღუთინსკი ალექსანდრე ივანეს ძე, დ ო ლ გ ო რ უ კ ი (1898, თბილისი – 10.VII. 1895, იქვე), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1894).
დაამთავრა კადეტთა I კორპუსი. 1849 საკუთარი სურვილით გადაიყვანეს მეგრელთა გრენდერთა პოლკში, ხოლო 1834 მსახურობდა კავკ. სამხ. ოლქის ჯარებში, თავდაპირველად ქართველ გრენადერთ პოლკში მეთაურობდა ქვეით ქართ. რაზმს, 1876– 78 – კავკ. მე-2 სახაზო ბატალიონს, 1878–82 – ყუბის 155-ე ქვეით პოლკს. მონაწილეობდა უნგრეთის კამპანიაში (1849), ყირიმისა (1853–56) და რუს.-ოსმ. (1877–78) ომებში.
მსახურობდა კავკ. სამხ. ოლქის შტაბში, თადარიგში გავიდა გენ-მაიორის წოდებით.
დაჯილდოებულია წმ. ანას, წმ. ვლადიმერის, წმ. სტანისლავის, წმ. გიორგის სხვადასხვა ხარისხის ორდებით და ოქროს ხმლით.
დაკრძალულია თბილისში, ხოჯევანქის სასაფლაოს საგვარეულო აკლდამაში.
ლ. დოლიძე