გარყლობა

გარყლობა, სოფელი და ციხე ისტორიულ შავშეთში, ყვირილასწყლის მარცხ. სანაპიროზე. ციხე აკონტროლებდა აჭარა-საცმხიდან შავშეთში გადმომავალ გზებს. „მატიანე ქართლისას“ ავტორის თანახმად, XI ს. 20-იან წლებში ჩანჩახი ფალელი განუდგა ბაგრატ IV-ს და ციხე გ. ბიზანტიელებს გადასცა. თურქთა ბატონობის პირობებში სოფლის მოსახლეობა გამაჰმადიანდა. XX ს. დასაწყისში სოფელში გამაჰმადიანებული ქათამაძეები ცხოვრობდნენ.

წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.