გასიევი ხსარ იზმაილის ძე

გასიევი ხსარ იზმაილის ძე (13. V. 1929, ცხინვალი, – 1. XII. 2020, იქვე), ოსი მხატვარი. საქართვ. დამს. მხარტვარი (1972). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1957). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1957-იდან. გ-ის შემოქმედებაში მეტყველ ფერწერულობასთან შერწყმულია გროტესკულ-მეტაფორული ელემენტები. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: „წყურვილი“ (1961), „შუადღე“ (1966), „ზღაპარი“ (1972), „დღესასწაული“ (1981), „მოსავლის ზეიმი“ (1984), „შემოდგომა“ (1988, ყველა მხატვრის კუთვნილება) და სხვ.