აქუბარდია ევგენი იოსების ძე (დ. 22. XI. 1926, სოფ. ჯვარი, ახლანდ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტი - 2009), მწერალი და პუბლიცისტი.
აფხაზეთის კულტურის დამს. მუშაკი (1979), საქართვ. კულტურის დამს. მუშაკი (1987). დაამთავრა სოხუმის მ. გორკის სახ. სახელმწ. პედ. ინ-ტის ქართ. ენისა და ლიტ-რის ფაკ-ტი (1953). იყო გაზ. ,,ტყვარჩელის მაღაროელის" რედაქციის განყ-ბის გამგე, 1955-დან - ,,საბჭოთა აფხაზეთის" რედაქციის თანამშრომელი, 1957-იდან კულტურის, ლიტ-რისა და ხელოვნ. განყ-ბის გამგე, ხოლო 1991-2008 - საქართვ. მწერალთა ეროვნ. კავშირის აფხაზეთის ორგანიზაციის თავ-რის მოადგილე.
პირველი მოთხრობა „ყავარჯნები“ 1953 გამოაქვეყნა „ლიტერატურულ ალმანახში“, მოთხრობების პირველი კრებ. „განთიადისას“ – 1961. ა-ს ეკუთვნის რომანი-ტრილოგია „კოჩა“ (I წგნ. 1968, II–1974, III–1983, სამივე ერთად 1986).
2000 წელს გადაეცა გ. შერვაშიძის სახ. პრემია.
რ. კვერენჩხილაძე