გაფრინდაშვილი ვახტანგ ნიკოლოზის ძე

გაფრინდაშვილი ვახტანგ ნიკოლოზის ძე (7. IV. 1919, ჭიათურა, – ), ქიმიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1975), პროფესორი (1978), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1985).

1946 დაამთავრა საქართვ. ინდუსტრ. ინ-ტი. 1947-იდან მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. არაორგ. ქიმ. და ელექტროქიმ. ინ-ტში, 1960-იდან იყო ლაბორ. გამგე. გ-ის ძირითადი შრომები ეძღვნება რთული მინერ. ნედლეულის კომპლ., რაციონალური ტექნოლ. დამუშავებას. მან პირველმა შექმნა სპილენძის შემცველი სულფიდური, აგრეთვე მანგანუმის, მაგნიუმის, კალციუმის დაჟანგული და კარბონატული მადნების ერთობლივი კომპლ. გადამუშავების პიროჰიდრომეტალ. მეთოდები. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: Комплексная переработка серпентинимов, Тб., 1970; Комплексная переработка медных и цинковых колчеданных руд., Тб., 1973.