გაღმართი

გაღმართი, ისტორიული მხარე დას. საქართველოში, იმერეთში (ისტ. წყაროებში პირველად იხსენიება XVII ს-ში). ფართო მნიშვნელობით აღნიშნავდა იმერეთის სამეფოს დედაქალაქიდან – ქუთაისიდან მდ. რიონისა და მისი შენაკადის ყვირილის მარცხ. სანაპიროს ტერიტორიას, ისტ. ლომსიათხევს, სალომინაოს, საჩინოს, საჯავახოს. თანამედროვე ადმ. ტერ. დაყოფით მოიცავს ზესტაფონის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიისა და ჩოხატაურის მუნიციპ-ების ტერიტორიას. ვიწრო მნიშვნელობით გ. ეწოდებოდა ახლანდ. ბაღდათის მუნიციპ-ის დიდ ნაწილს.

თ. ბერაძე