გაღმა შუა ხორგა

გაღმა შუა ხორგა, სოფელი ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის თემში (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი), ოდიშის დაბლობზე, მდ. ხობის მარცხ. ნაპირას, ხობ–ყულევის საავტ. გზაზე. ზ. დ. 6 მ, ხობიდან 13 კმ, ჭალადიდიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 5 კმ. 407 მცხ. (2014).