გაშაირება

გაშაირება, ხალხური პოეტური ტურნირი, მეტოქეთა პაექრობა სალაღობო ერთსტროფიანი ლექს-სიმღერებით (შაირებით). სრულდება მუს. საკრავის (სტვირი, ჩონგური, ფანდური, გიტარა და სხვ.) თანხლებითაც. გ. სატირულ-იუმორისტული ხასიათისაა, მოიცავს საყოფაცხოვრებო, სატრფიალო, სოც. მოტივებს. გ-ის ტრადიცია შორეული წარსულიდან მომდინარეობს. მისი პირველი ჩამწერია იოანე ბატონიშვილი (1768–1830). გ. შეიძლება წერილობითაც. მას ბევრი რამ აქვს საერთო გალექსებასთან.

ლიტ.: შანიძე ა., ქართული ხალხური პოეზია, [ტ.] 1 – ხევსურული, ტფ., 1931, გვ. 19–20.