გაჩეჩილაძე ამბერკი ნიკოლოზის ძე

გაჩეჩილაძე ამბერკი ნიკოლოზის ძე [10 (23). X. 1906, საჩხერე, – 24. V. 1985, თბილისი], ლიტერატურათმცოდნე. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1963), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1969). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1938). 1947-იდან იყო რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტის უფროსი მეცნ. თანამშრომელი. გ. უმთავრესად იკვლევდა ახ. ქართ. ლიტ-რის ისტ. საკითხებს. მას ეკუთვნის მონოგრაფია „აკაკი წერეთლის ცხოვრება და შემოქმედება“ (ბოლო გამოც. 1966), „ნარკვევები XIX საუკუნის ქართული დრამატურგიისა და თეატრის ისტორიიდან“ (I–II, 1957–63), „ნარკვევები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“ (1952), აგრეთვე ნარკვევები ქართ.-რუს. და უკრ.-ქართ. ლიტ. ურთიერთობიდან. გ-მ შეკრიბა და გამოსცა ქართ. ხალხ. პროზის ნიმუშები (კრებ. „ქართული ზეპირსიტყვიერება“, 1966).