გაჩეჩილაძე თენგიზ თომას ძე

გაჩეჩილაძე თენგიზ თომას ძე (დ. 28. IV. 1939, სოფ. წევა, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი), საქართვ. დამს. ჟურნალისტი (2014). დაამთავრა საქართვ. ფიზკულტურის ინ-ტი (1962), თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის ჟურნალისტიკის განყ-ბა (1968). მუშაობა დაიწყო გაზ. „ლელოს“ რედაქციაში, სადაც განვლო გზა შტატგარეშე კორესპონდენტიდან მთავარ რედაქტორამდე (1984-იდან). არის საქართვ. ეროვნ. ოლიმპ. კომიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი, საქართვ. სპორტ. ჟურნალისტთა ფედერაციის პრეს-მდივანი (1967–87), შემდეგ – თავ-რე (1985–91). საერთაშ. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრი (1967). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1998), ნ. ნიკოლაძის, მ. კაკაბაძის სახ. პრემიები. დასახელდა 2001 წლის საუკეთესო სპორტ. ჟურნალისტად. არის საქართვ. სპორტის დამსახურებული მუშაკი, სეოკის მედლის კავალერი.

ბიბლ.: ოლიმპიური შემოდგომის თექვსმეტი გაელვება, თბ., 1989; პირველი ქართველი ქალი ოლიმპზე, თბ., 2002; საქართველოს ოლიმპიური უღელტეხილი, თბ., 2004; ლელო 80: გაზეთი მემატიანე: დრო, მოვლენები და ფაქტები თბ., 2014.