გიორგი დოდისი, XII ს. კალიგრაფი, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ხუცესმონაზონი.
1156 გადაწერა სვინაქსარი (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, H–1661). ხელნაწერი შესრულებულია ნუსხურით, ერთ სვეტად, წვრილი, ლამაზი, თანაბარი ასოებით. უხვადაა გამოყენებული სინგური (საზედაო ასოები 29, ცალკეული სტრიქონები), რაც ფურცლებს დეკორ. და სადღესასწაულო იერს ანიჭებს.
წიგნის დასაწყისში გამოსახულია ქართულორნამენტებიან თაღოვან ჩარჩოში ჩასმული ჯვარი, ბოლოში მოხსენიებულია გადამწერის სახელი.
გ. დ. მიეკუთვნება შუა საუკ. ცნობილ ქართვ. კალიგრაფთა რიცხვს.
ვ. ბერიძე