გაჩეჩილაძე სევასტი მიქელის ძე (1863–1943), ფოლკლორისტი. აგროვებდა უმთავრესად იმერული ფოლკლორის ნიმუშებს. ზედმიწევნით შეისწავლა თავისი სოფლის წევის (ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი) ზეპირსიტყვიერება. შეკრებილი მასალა გამოაქვეყნა ჟურნ. „აკაკის კრებულში“ (1899, № 2, 4) და კრებ. „ძველ საქართველოში“ (ტ. 1, 1909; ტ. 4, 1915). მისი ფოლკლორული ჩანაწერების დიდი ნაწილი და მოგონებანი შემკრებლობითი მუშაობის შესახებ დაცულია შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტში.
ლიტ.: ჩ ი ქ ო ვ ა ნ ი მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, [ტ.] 1, თბ., 1975.
ვ. მაცაბერიძე