გაჭედილი

გაჭედილი, სოფელი მარტვილის მუნიციპლიტეტში (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი), ოდიშის ვაკეზე, მდ. აბაშის მარჯვ. მხარეს, მარტვილ–დიდი ჭყონის საავტ. გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: გ., მეორე ბალდა, მესამე ბალდა, პატარა თამაკონი, პირველი ბალდა, სკურდი). ზ. დ. 240 მ, მარტვილიდან 5 კმ. 427 მცხ. (2014).

სოფელი ცნობილია ულამაზესი გაჭედილის (მარტვილის) კანიონით, რ-იც მდ. აბაშაზეა. კანიონში აღმოჩენილია 75 მლნ. წლის წინ დედამიწაზე მცხოვრები ცხოველების გაქვავებული ძვლები. გ-ის კანიონი 2010 წლის 4 ოქომბერს ნაკრძალად გამოცხადდა.