გახოკიძე აკაკი მელიტონის ძე

გახოკიძე აკაკი მელიტონის ძე (14. II. 1909, სოფ. ხუნწი, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი, – 5. VI. 1964, თბილისი), ქიმიკოსი. ქიმ. მეცნ. დოქტორი (1947), პროფესორი (1950). დაამთავრა ამიერკავკ. ქიმ.-ტექ. ინ-ტი (1932). 1937–43 იყო თბილ. ა. პუშკინის (ახლანდ. ს.-ს. ორბელიანის) სახ. პედ. ინ-ტის საბუნებისმეტყველო ფაკ-ტის დეკანი, 1943-იდან გარდაცვალებამდე – ამავე ინ-ტის ქიმ. კათედრის გამგე. ერთდროულად მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ქიმ. ინ-ტში (1940–47), ქიმ.-ფარმაცევტულ ინ-ტსა (1947–52) და სხვ.

გ. არის ნახშირწყლების ქიმ. ერთ-ერთი ფუძემდებელი ყოფ. სსრკ-ში. მისმა მეცნ. გამოკვლევებმა მსოფლიოში აღიარება მოიპოვა. გ-მ შეისწავლა ნახშირწყლების იზომერიზაციის საკითხები, მცენარეებში ორგ. მჟავათა წარმოქმნის გზები, დაამუშავა ოქსიმჟავების მიღების მეთოდი, დისაქარიდების სინთეზის ორიგ. მეთოდი, რ-იც მსოფლიო სამეცნ. ლიტერატურაში „გახოკიძის სინთეზის“ სახელითაა ცნობილი. მან პირველმა დაიწყო საქართვ. ნავთობის შესწავლა. პირველმა განახორციელა ლითონორგ. სინთეზი ნახშირწყლების ქიმიაში; დაადგინა ზოგიერთი ბუნებრივი გლიკოზიდისა და პიგმენტის მოლეკულის (აკრამერინი, ოლმელინი) აღნაგობა და დაამუშავა მათი სინთეზის გზები; შექმნა ახ. სამკურნ. პრეპარატების მიღების ორიგინ. მეთოდები და სხვ. ავტორია ორგ. და ბიოლ. ქიმ. სახელმძღვანელოებისა.

თხზ.: ორგანული ქიმია, თბ., 1961; ქიმია ადამიანის სამსახურში, თბ., 1961; ორგანული და ბიოლოგიური ქიმია, მე-2 შესწორ. გამოც., თბ., 1973.

ლიტ.: Памяти профессора А. М.   Гахокидзе, «Журнал общей химии», 1965, т. 35, в. 6, с. 1117–1119.