გეგელია თადეოზ გიორგის ძე

გეგელია თადეოზ გიორგის ძე [3 (16). III. 1905, სოფ. სალხინო, სენაკის მაზრა, ახლანდ. მარტვილის მუნიციპ-ი, – 2. XII. 1973, თბილისი], ჰიდროენერგეტიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1969), პროფესორი (1971), საქართვ. დამს. ინჟინერი (1965).

1933 დაამთავრა ამიერკავკ. ინდუსტრ. ინ-ტი. 1933–43 მუშაობდა თბილ. ა. ვინტერის სახ. ნაგებობათა და ჰიდროენერგეტ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტში ჰიდროტექ. ლაბორ. გამგედ, 1943–45 – საქ. კპ ცენტრ. კომიტეტში თბოენერგეტ. განყ-ბის გამგის მოადგილედ, 1945–66 – საკავშ. სამეცნ.-კვლ. და საპროექტო ინ-ტის „ჰიდროპროექტის“ თბილ. განყ-ბის (ახლანდ. თბილ. საპროექტო-საძიებო ინ-ტი „ჰიდროპროექტი“) დირექტორად, 1966–71 – ენერგეტ. და ჰიდროტექ. ნაგებობათა საქართვ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორად. გ-ს ხელმძღვანელობით დაგეგმარდა ხრამის I და II, გუმათის I და II, ლაჯანურის, სამგორის, ტყიბულის, ენგურისა და სხვა ჰესები. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: Донные и бычковые водозаборные плотины. Тб., 1959; Опыт проектирования и строительства водохранилищных плотин в Грузии, Тб., 1963; Плотины гидроэлектростанций Грузии, Тб., 1971.