გეგეშიძე არკადი სპირიდონის ძე

გეგეშიძე არკადი სპირიდონის ძე (22. II. 1902, სოფ. მელაური, ქუთ. მაზრა, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპ., – 10. I. 1973, თბილისი), საბჭოთა კავშირის გმირი (23. X. 1942). პოლკოვნიკი. დაამთავრა ქართ. გაერთიანებული სამხ. სკოლა (1927). მოსკ. სამხ. მეთაურთა დახელოვნების უმაღლესი კურსები (1937). II მსოფლიო ომის დროს სევასტოპოლის დაცვისას გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება. 1943 ივლისიდან სამხ. სამსახურში იყო ფოთში. 1946-იდან თადარიგში გავიდა, მუშაობდა თბილისში სხვადასხვა სამეურნეო თანამდებობაზე. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და სხვ. სახელმწ. ჯილდოებით.

გ. კახიანი