გეგეშიძე გიორგი მიხეილის ძე

გეგეშიძე გიორგი მიხეილის ძე (დ. 12. II. 1949, თბილისი), არქიტექტორი. დაამთავრა საქართვ. პოლიტექნიკური ინ-ტი (1972). 1978-იდან მუშაობს „საქქალაქმშენსახ-პროექტში“. ძირითადი ქალაქმშენებლობითი ნამუშევრები: სოფ. უშგულის (1973; ლ. გოშაძესთან, ჰ. გოცირიძესთან ერთად), ქ. გაგრის საცხოვრებელი მიკრორაიონის დეტალური დაგეგმარების პროექტები, კურორტ საირმის გენგეგმა (ი. ზაალიშვილთან, ლ. მეძმარიაშვილთან ერთად), თბილისში ყოფ. სტუდქალაქის ტერიტორიის განაშენიანების (1991; ნ. მიქაძესთან ერთად), თავისუფლების მოედნის დასავლეთის მხარის მიმდებარე ტერიტორიის აღდგენა-რეკონსტრუქციის (1992) პროექტები (ორივე აღნიშნულია I პრემიით რესპ. კონკურსებზე და დამტკიცებულია სარეალიზაციოდ), ჟურნალ-გაზეთების საგამომცემლო კომპლექსი (1981–84; ნ. მაღლაკელიძესთან, მ. მეძმარიაშვილთან ერთად).

ს. კინწურაშვილი