გეგეჭკორი საშა ალექსანდრეს ძე

ს. გეგეჭკორი

გეგეჭკორი ალექსი ალექსანდრეს ძე (პარტ. ფსევდ. საშა) [23. XI (5. XII). 1887, სოფ. ნაოღალევი, ახლანდ. მარტვილის მუნიციპ., – 7. VI. 1928, თბილისი], სახელმწიფო და კომუნისტური პარტიის მოღვაწე, რევოლუციური მოძრაობის მონაწილე კავკასიაში. კომპარტიის წევრი 1908-იდან. დაიბადა აზნაურის ოჯახში. რევ. მოძრაობაში ჩაება 1902-იდან. მუშაობას ეწეოდა ბაქოში, თბილისში, დას. საქართვ. რ-ნებში, ჩელიაბინსკში, დონის როსტოვში და სხვ., რისთვისაც არაერთხელ იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. აქტიურად იბრძოდა საქართვ. დემოკრ. რესპ. წინააღმდეგ. 1919 ივლ-ში გ. არალეგალურად ჩამოვიდა საქართველოში, სადაც ოქტ-ში დააპატიმრეს. წაყენებული ბრალდებით დახვრეტა მოელოდა. გაათავისუფლეს 1920 მაისში საბჭ. რუსეთსა და საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

1921–22 იყო თბილ. რევკომის თავ-რე და საქართვ. რევკომის წევრი, 1922–23 – საქართვ. შინაგან საქმეთა სახ. კომისარი, 1924-იდან – მიწათმოქმედების სახ. კომისარი, ერთდროულად 1922-იდან – საქართვ. სახკომსაბჭოს თავ-რის მოადგილე. იყო საქ. კპ (ბ) ცკ-ისა, საკავშ. ცაკის და საქართვ. ცაკის წევრი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

ლ. თოიძე