გეგეჭკორი გრიგოლ გიორგის ძე

გეგეჭკორი გრიგოლ გიორგის ძე [17 (29). XI. 1890, მარტვილი, – 1937], ინჟინერ-მელიორატორი და საზოგადო მოღვაწე. 1914 დაამთავრა ნოვოჩერკასკის საინჟინრო-სამელიორაციო ინ-ტი. 1925–26 ხელმძღვანელობდა ქვემო ქართლის საველე საირიგაციო სამუშაოებს. 1928-იდან კოლხეთის ველის სამელიორაციო სამუშაოთა უფროსი და მთავარი ინჟინერი იყო. 1923-იდან თსუ პოლიტექ. ფაკ-ტზე კითხულობდა ლექციებს მელიორაციასა და ჰიდროტექნიკაში. გ. პირველი ქართ. ტექ. ჟურნალის „ტექნიკა და ცხოვრების“ ერთ-ერთი დამაარსებელია. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი.