გეგეჭკორი ოთარ ევგენის ძე

გეგეჭკორი ოთარ ევგენის ძე (30. I. 1917. მარტვილი, -), ხმის ოპერატორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1965).

დაამთავრა თბ. ელექტროტექნიკუმის რადიოგანყ-ბა, სწავლობდა ლენინგრ. კინოს ინჟინერთა ინ-ტში. 1937–41 მუშაობდა „თბილისის კინოსტუდიაში“ (შემდგომ „ქართული ფილმი“). 1941–56 საბჭოთა არმიის რიგებში მიიღო უმაღლესი სამხედრო განათლება. 1956-იდან კვლავ დაუბრუნდა კინოს, გაახმოვანა 20-ზე მეტი მხატვრული ფილმი, მ. შ. „ცანის ხეობის საუნჯე“ (რეჟ. ზ. ბერიშვილი, 1941), „მაიაკოვსკი იწყებოდა ასე...“ (რეჟ. კ. პიპინაშვილი, 1958), „ყვავილი თოვლზე“ (რეჟ. შ. მანაგაძე, 1961), „ჭიაკოკონა“ (რეჟ. ი. ქავთარაძე, 1961), „გენერალი და ზიზილები“ (რეჟ. მ. ჭიაურელი, 1964), „მიქელა“ (რეჟ. ე. შენგელაია, 1965), „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“ (რეჟ. ყ. მგელაძე, 1966), „ფიროსმანი“ (რეჟ. გ. შენგელაია, 1969), „იყო შაშვი მგალობელი“ (რეჟ. ო. იოსელიანი, 1970), „ჩერმენი“ (რეჟ. ნ. სანიშვილი, 1970), „ჩარი-რამა“ (რეჟ. ნ. სანიშვილი, 1972), „ღამის ვიზიტი“ (რეჟ. ნ. სანიშვილი, 1974), „კუჩხი ბედნიერი“ (რეჟ. გ. პატარაია, 1977); ფილმი-ოპერები „აბესალომ და ეთერი“ (რეჟ. ლ. ესაკია, 1967) და „დაისი“ (რეჟ. ნ. სანიშვილი, 1971); ანიმაციური ფილმები: „საყვირის შემდეგ“ (რეჟ. ვ. ბახტაძე, 1959), „მამაცი ვაჟა“ (რეჟ. ბ. სტარიკოვსკი, 1965), „ო, მოდა, მოდა!“ (რეჟ. ვ. ბახტაძე, 1968), „ახალი მთვარე“ (რეჟ. ი. სამსონაძე, 1972), „ყინულის პაპის საჩუქარი“ (რეჟ. ი. სამსონაძე, 1974); დოკუმენტური ფილმი: „ნოდარ დუმბაძე“ (რეჟ. ზ. ინაშვილი, 1981) და სხვ. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართვ. სატელევიზიო ფილმების სტუდიის ტექნიკური კონტროლის განყ-ბას. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

ა. გვენცაძე

მ. კერესელიძე