გეგის ქედი

გეგის ქედი, ქედი გაგრის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის კავკასიონზე, არაბიკა-მამძიშხის ქედის აღმ. განშტოება. გადაჭიმულია არაბიკის მასივის ცენტრ. ნაწილიდან მდ. გეგის ხეობამდე. უმაღლესი მწვერვალის სიმაღლეა 2656 მ. აგებულია იურული კირქვებით. ახასიათებს რელიეფის კარსტული და გლაციალური ფორმები. კალთების ქვემო და შუა ნაწილი შემოსილია შერეული ფართოფოთლოვანი და მუქწიწვოვანი ტყით, ზემო – სუბალპ. და ალპ. მდელოებით.

დ. უკლება