დოდლანი

დოდლანი, სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის ბესლახუბის თემში (აფხაზეთის არ), სამურზაყანოს დაბლობზე, მდ. ღალიძგის (ერთვის შავ ზღვას) მარჯვ. ნაპირას, ოჩამჩირე – ტყვარჩელის სარკინიგზო და საავტ. გზაზე. ზ. დ. 20 მ, ოჩამჩირიდან 7 კმ. 1,1 ათ. მცხ. (1989).