დოდო

დოდო, ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების ცნობით, დავით გარეჯელის უახლოესი მოწაფე და თანამშრომელი, კახეთის მკვიდრი.

VI ს. I ნახევარში გარეჯის მრავალმთის სანახებში დაუარსებია მონასტერი (იხ. დოდორქა).

დ-ს ცხოვრების შესახებ ცნობები ჩართულია დავით გარეჯელის ცხოვრებაში.

წყარო: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის გამოც., წგ. 3, თბ., 1971.

ბ. ლომინაძე