გაფრინდაული ზეზვა

გაფრინდაული ზეზვა, სპარს დამპყრობთა წინააღმდეგ კახეთის 1660 აჯანყების სახალხო გმირი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

ხალხ. საისტორიო პოეზიის მიხედვით, გ. თუშების ბელადი ყოფილა, გამოირჩეოდა ჭკუით, ღონით და ხალხისადმი ერთგულებით. ჯერ კიდევ აჯანყების დაწყებამდე მისი მეთაურობით ქართვ. მთიელთა რაზმები თავს ესხმოდნენ კახეთში ჩამოსახლებულ თურქმანებს და დიდ ზიანს აყენებდნენ მათ. აჯანყების დროს გ. სარდლობდა თუშთა იმ რაზმს, რ-იც ბახტრიონის ციხე|ბახტრიონის ციხის აღებაში მონაწილეობდა.

გ. და მისი მხლებლები პირველები გადავიდნენ ციხის გალავანში, დახოცეს კარიბჭის მცველები, გააღეს კარი და ქართველთა ჯარი ციხეში შეუშვეს. ციხის აღების შემდეგ გ. თავისი რაზმით დაედევნა გაქცეულ მტერს და მონაწილეობდა ალვანის ველზე ბრძოლაში, რ-იც ქართველების გამარჯვებით დამთავრდა. მას შემდეგ, რაც აჯანყებას ჩამოსცილდა თავადაზნაურობა, გ. და მისი რაზმი გამაგრდნენ თორღვას ციხეში და იქედან ესხმოდნენ თავს ყიზილბაშებს. ერთ-ერთ ასეთ ბრძოლაში გ. დაიჭრა. შემდეგ სპარსელებმა შეიპყრეს ღალატით, თბილისში ჩამოიყვანეს, ცხენზე შესვეს და მთელი ქალაქი შემოატარეს. ერთხანს გ. ტყვედ ჰყავდათ სპარსელებს, შემდეგ კი, როგორც ჩანს, სიკვდილით დასაჯეს.

ლიტ.: ლეონიძე გ., გამოკვლევები და წერილები, თბ., 1959; ფუთურიძე რ., ციხე ბახტრიონის აღება, თსუ სტუდენტთა სამეცნიერო შრომების კრებული, [ტ.] 2, თბ., 1944.

გ. ჯამბურია