„გაფრინდი, შავო მერცხალო“, ქართული (კახური) ხალხური ლირიკული სიმღერა. მასში გადმოცემულია ახალგაზრდა ქალის განცდები, წუხილი ომში წასული ძმის ბედის გამო. სიმღერა კუპლეტური აღნაგობისაა და ასრულებს დამწყები და ვაჟთა სამხმიანი გუნდი. იგი აღმ. საქართველოში გავრცელებული ბურდონული სამხმიანობის ერთ-ერთი ცნობილი ნიმუშია. ყოფაში ასრულებენ სუფრასთან. სიმღერის ტექსტი (გარდა პირველი 2 კუპლეტისა) არაა სტაბილური, იგი ხშირად იცვლება ამა თუ იმ შემსრულებლის სურვილის მიხედვით.
ს. ჟორდანია