გელათის საეპისკოპოსო

გელათის საეპისკოპოსო, ერთ-ერთი დიდი ეპარქია ფეოდალურ საქართველოში.

დააარსა იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ XVI ს. 20-იან წლებში. მოიცავდა ტერიტორიას ქუთაისიდან, მდ. რიონიდან, მდ. ყვირილის გადაღმა კაცხამდე, ხრეითიდან რაჭის მთამდე და ოკრიბას.

გელათის ეპისკოპოსი (გენათელი) მეფის რწმუნებულად ითვლებოდა გელათის მონასტერში. კათოლიკოს ევდემონ ჩხეტიძის დროს (1557–78) დას. საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათის მონასტერი|გელათის მონასტერში გადმოიტანეს.

კათოლიკოსს საკუთრებად გადაეცა წმ. გიორგის ეკლესია. XIX ს. 20-იან წლებში გ. ს. გაუქმდა და იმერეთის საეპისკოპოში შევიდა.

გ. ს. დღეს მოქმედი ეპარქიაა (ქუთაის-გაენათის ეპარქია).

ლიტ. იხ. სტ-თან გელათის მონასტერი.

ბ. ლომინაძე