გელაქუნი

გელაქუნი, 1. ისტორიული ოლქი სომხეთში (გეღარქუნ).

მდებარეობდა სევანის ტბის სამხრ-ით და აღმ-ით, თანამედროვე შაჰდაღისა და ვარდენისის ქედებს შორის. გ-ის მთიან მხარეზე (ძვ. ქართ. „გლაქუნის მთიანი“) გადიოდა ამიერკავკ. მნიშვნელოვანი მაგისტრალები, კერძოდ, დვინიდან ბარდავში მიმავალი გზა.

თამარ მეფის დროს გ. საქართვ. სამეფოში შედიოდა, მონღოლთა მიერ ამიერკავკ. დაპყრობის შემდეგ მათი ერთ-ერთი საზაფხულო სადგომი იყო. აქედან ისინი თავს ესხმოდნენ ქვეყნის შიდა რ-ნებს. XV ს. II ნახევარში გ. ირანის ფარგლებში მოექცა.

თურქმანჩაის ზავის (1828) თანახმად აღმ. სომხეთთან ერთად რუს. იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. 2. სევანის ტბის სახელწ. ქართ. წყაროებში („გელაქუნის ზღვა“).

ზ. ანჩაბაძე