გერსამია გულნარა კლიმენტის ასული

გერსამია გულნარა კლიმენტის ასული (13. II. 1924, თბილისი, –17. VII. 2008, იქვე), პათომორფოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1968). პროფესორი (1970), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1983). საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1998); საქართვ. სამედ. - ბიოლ. მეცნ. აკადემიის ნამდვილი წევრი (1995).

1946 დაამთავრა თბილ. სამედ. ინ-ტი, 1946–51 იყო საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიური რესპ. დისპანსერის ქირურგ-ორდინატორი, 1951–59 – პათომორფოლ. ლაბორ. გამგე, 1959–77 – საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის, ხოლო 1977–2008 იყო ონკოლოგიური სამეცნ. ცენტრის პათომორფოლ. ლაბორ. ხელმძღვანელი.

შეისწავლიდა სიმსივნური პროცესის მიკრომორფოლ. საკითხებს, დაავადების ინდივიდ. თავისებურებებს და სხვ.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1977).

თხზ.: О некоторых гистохимических особенностях рака молочной железы в условиях предоперационной лучевой терапии, Тб., 1987.