გერსამია ვლადიმერ სიმონის ძე

გერსამია ვლადიმერ სიმონის ძე [12 (24). VIII. 1897, სოფ. ახუთი, ახლანდ. ჩხოროწყუს მუნიციპ-ი, – 15. III. 1965, თბილისი], თერაპევტი. მედ. მეცნ. დოქტორი (1960), პროფესორი (1961), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1964). 1923 დაამთავრა თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტი და მუშაობა დაიწყო საფაკულტეტო თერაპიის კათედრაზე. 1933–36 ხელმძღვანელობდა საკურორტო ადგილების (მენჯი, სქური, მუხური, ნაბეღლავი) შემსწავლელ ექსპედიციებს. 1941–46 არმიის რიგებში იყო, 1952–57 განაგებდა თბილ. სამედ. ინ-ტის საფაკულტეტო თერაპიის კათედრას, 1957–65 – ჰოსპიტალური თერაპიის კათედრას. მუშაობდა სამხარეო პათოლ., კლინიკური ფარმაკ., კურორტოლოგიისა და სხვა საკითხებზე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: ადამიანის კენჭოვანი დაავადება, თბ., 1951; Q-ცხელება, თბ., 1955; Курорт Менджи, Тб., 1955; Новые лекарственные средства из растительного сырья ГССР и их терапевтическое значение, Тб., 1957.