გერსევანოვი მიხეილ ნიკოლოზის ძე

მ. გერსევანოვი

გერსევანოვი (გარსევანიშვილი) მიხეილ ნიკოლოზის ძე [25. III (6. IV). 1830, სოფ. ნიკოპოლი, ახლანდ. ხარკოვის ოლქი, – 16 (29). V. 1907, პეტერბურგი], ინჟინერ-მშენებელი და მეცნიერი ჰიდროტექ. დარგში. გენ.-მაიორი.

1851 დაამთავრა პეტერბ. მთავარი საინჟინრო სასწავლებელი, სადაც 1857-იდან ლექციებს კითხულობდა. 1862–68 კრონშტადტის, ნიკოლაევის, ქერჩის, ოდესისა და სხვა ნავსადგურების მშენებლობის კონსულტანტი იყო. 1868-იდან მუშაობდა სამოქალაქო ნაგებობათა მთავარ ინჟინრად კავკასიაში, სადაც მისი ხელმძღვანელობით გაიყვანეს გზატკეცილები, რკინიგზის ხაზები, ააგეს საირიგაციო-ჰიდროტექ. ნაგებობანი და სხვ.; იყო რუს. ტექ. საზ-ბისა და მისი კავკ. განყ-ბის ერთი ორგანიზატორთაგანი და ხელმძღვანელი, თბილ. ალპური კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1883–1901 – პეტერბ. მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინ-ტის დირექტორი, 1885–93 – კომერც. ნავსადგურების მშენებლობის კომისიის თავ-რის მოადგილე. გ-ის ძირითადი სამეცნ. შრომები ეხება საზღვაო ჰიდროტექ. დარგს. მის ნაშრომში „ლექციები საზღვაო ნაგებობებზე“ (1861–62) თეორიულადაა დასაბუთებული საზღვაო ნაგებობათა და გარემოს ურთიერთქმედების პროცესები.

თხზ.: Кавказские железные дороги, Железноводск. 1874; Очерк положения ирригации в Закавказье в 1882 г., Тфл., 1882; Очерк гидрографии Кавказского края. СПб., 1886; Курс портовых сооружений, 2 изд., Спб., 1907.

ლიტ.: Тогонидзе В. Р., Библиография трудов Михаила Николаевича Гарсеванишвили (Герсеванова), Тб., 1967.