გერსევანოვი ნიკოლოზ მიხეილის ძე

გერსევანოვი (გარსევანიშვილი) ნიკოლოზ მიხეილის ძე [16 (28). II. 1879, თბილისი, – 20. I. 1950, მოსკოვი], მეცნიერი გრუნტების მექანიკის დარგში. სსრკ მეცნ. აკად. წ.-კორ. (1939), რსფსრ მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1936). მ. ნ. გერსევანოვის შვილი. 1901 დაამთავრა პეტერბ. მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინ-ტი. მოსკ. მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინ-ტის პროფესორი და ამავე ინ-ტის ნავსადგურების ნაგებობათა კათედრის გამგე (1923–31), 1931-იდან ფუძეებისა და მიწისქვეშა ნაგებობათა საკავშ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის (1973 მიეკუთვნა გ-ის სახელი) სამეცნ. ხელმძღვანელი და სამხ.-სატრანსპ. აკადემიის ჰიდროტექ. ნაგებობათა კათედრის გამგე. გრუნტების მექან. ერთ-ერთი ფუძემდებელი და ავტორი მრავალი ნაშრომისა გრუნტების მექან. და გამოყენებითი მათ. დარგში. 1926 მისი კონსულტაციით განხორციელდა ფოთის ნავსადგურის რეკონსტრუქცია. შემდგომ წლებში ხელმძღვანელობდა შავი ზღვის სანაპიროზე რკინიგზის მაგისტრალის მშენებლობის საინჟინრო-გეოლ. კვლევის სამუშაოებს. სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1948). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: Собр. соч., т. 1–2, М., 1948; Теоретические основы механики грунтов и их практические применения, М., 1948 (თანაავტ. Д. Е. Польшин).

ზ. წილოსანი