ბაცევიჩი ლეოპოლდ ფელიქსის ძე [24. IV (6.V). 1849, ფორტი ველიამინოვსკი, ახლანდ. ტუაფსე, ‒ 9.IV.1923, სანქტ-პეტერბურგი], რუსი გეოლოგი, წარმოშობით პოლონელი, კავკასიის მკვლევარი.
1872 დაამთავრა პეტერბ. სამთო ინ-ტი. 1872 – 87 მუშაობდა კავკ. სამთო სამმართველოში, 1887– 97 ‒ ამურის მხარეში. 1897 სამსახურიდან გადადგა, საზ. საქმიანობას ეწეოდა პეტერბ. სამეცნ. საზ-ბებში. 1919 მუშაობდა რუსეთის ბუნებრივ საწარმოო ძალთა შემსწავლელ კომისიაში.
იკვლევდა კავკასიის გეოლ. აგებულებისა და ნავთობის გეოლ. საკითხებს. საკუთრივ საქართველოში იკვლევდა კახეთის, ბათუმისა და ართვინის ოკრუგების, ოკრიბის, ლეჩხუმის, ზემო იმერეთისა და თბილისის მიდამოების გეოლ. აგებულებასა და სასარგებლო წიაღისეულს.
თხზ.: Геологическое описание Шорапанского уeзда Кутаисской губернии, «Материалы для геологии Кавказа», 1877, сер. I, кн. 7; Геологическое описание Сигнаского уезда Тифлисской губернии, იქვე, 1878, сер. I, кн. 8; Материалы для изучения нефтяных месторождений Апшеронского полуострова, იქვე, 1881, сер. I кн. 12; Геологические исследования в бывшей Батумской области. Предварительный отчет, იქვე, 1885, сер. I, кн. 12.
ვ. ჯავრიშვილი