აგარის შაქრის კომბინატი (ახლანდ. შპს „აგარის შაქრის კომპანია“), გადამამუშავებელი მრეწველობის საწარმო.
დაარსდა დაბა აგარაში (ახლანდ. ქარელის მუნიციპალიტეტი) 1932 სახელწოდებით „საქართველოს შაქრის კომბინატი“. 1995-მდე შაქარი იწარმოებოდა ადგილ. (ხაშური, ქარელი, გორი, კასპი, ახალგორი და სხვ. რ-ნები) შაქრის ჭარხლის გადამუშავებით და მისი წლ. მოცულობა 10–12 ათ. ტ შეადგენდა, ხოლო 1995-იდან საქართველოში შაქრის ჭარხლის წარმოების მნიშვნელოვანი შემცირების გამო ქ-ნა მთლიანად მუშაობდა იმპორტირებული შაქრის ლერწმის პირველადი გადამუშავებით მიღებულ ნედლეულზე. 2013-იდან იაფი, იმპორტირებული შაქრის პროდუქციასთან კონკურენციის შედეგად საწარმო შეფერხებებით მუშაობდა, 2019-იდან კი შეჩერდა.
2020 წლის ივნისში სახელმწიფოს დახმარებით ა.შ.კ-მა განაახლა საქმიანობა.
კ. ნიჟარაძე