ბერიკაშვილი მამია ტიტეს ძე (9. V. 1928, ქუთაისი - 1993 თბილისი), კომპოზიტორი. აფხ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1971).
1957 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორია (ა. ბალანჩივაძის საკომპოზიციო კლასი). 1950–60 უკრავდა საქართვ. სახელმწ. სიმფ. ორკესტრში (ვალტორნა). 1960-იდან იყო აფხაზეთის სახელმწ. ფილარმონიის სამუსიკო ნაწილის ხელმძღვანელი, 1977-იდან ‒ მის მიერ დაარსებული ქალთა ხალხ. ვოკალური ანსამბლის „გუნდას“ ხელმძღვანელი.
ნაწარმოებები: საბავშვო ოპერა „ერთგული მეგობრები“ (1968; დაიდგა 1970 სოხუმში), მიუზიკლი „ნაცარქექია“ (1980), სიმფ. პოემები ‒ „მთებში“ (1955), „300 არაგველი“ (1958) და „სიმღერა კლდეზე“ (1976); სიმღერა - კანტატა „აფხაზეთი“ (1980); დაწერილი აქვს აგრეთვე საგუნდო ნაწარმოებები, საესტრადო სიმღერები და დრამ. სპექტაკლების მუსიკა.