გელაშვილი ედიშერ ზაქარიას ძე

გელაშვილი ედიშერ (ნუგზარ) ზაქარიას ძე (დ. 10. I. 1934, ბორჯომი), მომღერალი (ლირიკული ტენორი). საქართვ. სახ. არტისტი (1989).

1964 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორია (პ. ამირანაშვილის კლასი). ამავე წლიდან იყო თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. აქვს ლამაზი ტემბრისა და ფართო დიაპაზონის ხმა. პარტიები: მალხაზი, სტუმარი (ზ. ფალიაშვილის „დაისი“ „აბესალომ და ეთერი“), კოტე (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“), ლენსკი, ვოდემონი (პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, „იოლანტა“), ალფრედი, ჰერცოგი (ჯ.ვერდის „რიგოლეტო“), ალმავივა (ჯ. როსინის „სევილიელი დალაქი“), ინდოელი სტუმარი, ლიკოვი (ნ. რიმსკი-კორსაკოვის „სადკო“, „მეფის საცოლე“), ვლადიმერ იგორის ძე (ა. ბოროდინის „თავადი იგორი“), აშუღი (ა. სპენდიარიანის „ალმასტი“). გ. წარმატებით გამოვიდა მოსკოვში ქართ. ხელოვნ. I დეკადაზე (1937). 40-იანი წლებიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართვ. რადიოს სოლისტად.

განსაკუთრებით ცნობილია როგორც ქართვ. კომპოზიტორთა კამერულ-ვოკალური ნაწარმოებების შემსრულებელი.