აფხაზეთის საცდელი სადგური „თამბაქო“

აფხაზეთის საცდელი სადგური „თამბაქო“, სპეციალიზებული სამეცნ.-კვლ. დაწესებულება თამბაქოს აგროტექნიკის, მექანიზაციის, სელექციისა და მეთესლეობის, დაავადებებისა და მავნებლებისაგან დაცვის დარგში. დაარსდა 1931 სოხ. სას.-სამ. საცდელი სადგურის მეთამბაქოეობის განყ-ბის ბაზაზე. ეკავა 40 ჰა-ზე მეტი ფართობი. ჰქონდა აგროტექ. და აგროქიმ., სელექციის ლაბორატორიები, შრობისა და ფერმენტაციის, გენეტიკის, დაავადებებისა და მავნებლებისაგან თამაბქოს დაცვის, მეთესლეობის ჯგუფები, სამეცნ.-კვლ. მუშაობისათვის‒საცდელი ბაზა.

აღნიშნული სადგური აღარ ფუნქციონირებს.

ი. ლეკვეიშვილი