ასაბია [<არაბ. აჰსაბ (მრ. რ., მხ. რ. საჰიბ) – ამხანაგი, თანამდგომი], ძვ. ქართ. სამართალში „ა.“ ეწოდება თავდამსხმელის დამხმარეს, ძალადობის თანამონაწილეს.
„წამყვანელი კაცის“ (მთავარი დამნაშავის) და მისი ა-ის პასუხისმგებლობა თანაბარი იყო; იმ პირს, ვისაც თავს დაესხმოდნენ, ჰქონდა როგორც თვით „წამყვანელი კაცის“, ისე ა-ის აუცილებელი მოგერიების უფლება, პასუხს არ აგებდა მათი მოკვლისა თუ დაჭრისათვის.
ა-ის სისხლის საზღაურის გადახდა, როგორც წესი, „წამყვანელ კაცს“ ეკისრებოდა.