გახეიბრება

გახეიბრება, დასახიჩრება, ერთ-ერთი გავრცელებული სასჯელი მონათმფლობელურსა და ფეოდალურ საზ-ბაში.

საქართველოში გამახეიბრებელი სასჯელებიდან იყენებდნენ დასაჭურისებას, ასოთა (ხელის, ფეხის, თითების) მოკვეთას, ენის ამოკვეთას და დაბრმავებას.

მონასტრებში იყენებდნენ მტკივნეულ სხეულებრივ სასჯელს ასოთა მოუკვეთლად.

ლიტ.: ნადარეიშვილი გ., საჯარო სასჯელები გვიანი შუა საუკუნეების საქართველოში, «საბჭოთა სამართალი», 1967, № 1; ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, ნაკვ. 2, თბ., 1984 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 7).

გ. ნადარეიშვილი