გერსამია სერგო ლუკას ძე

გერსამია სერგო ლუკას ძე [11 (23). VI. 1892, ქუთაისი, – 8. I. 1968, თბილისი], თეატრმცოდნე. დაამთავრა ქუთ. გიმნაზია (1911). იმავე წელს გამოსცა იუმორისტული ალმანახები „მაშხალა“ და „ნემსი“. 1914 იყო გაზეთ „ჩვენი ერის“ რედაქტორ-გამომცემელი.

1921–37 მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებაში, 1938–57 – საქართვ. თეატრ. მუზეუმში.

გ-ს ძირითადი ნაშრომებია: „ქუთაისის თეატრი“ (1947), „ბათუმის თეატრი“ (1949). „აკაკი წერეთელი და ქართული თეატრი“ 1949), „გიორგი ერისთავის თეატრი“ (1950), „სოხუმის თეატრი“ (1951), „აკაკი ხორავა“ (1956) და სხვ.