გვაზავა გურამ ნიკოლოზის ძე

გვაზავა გურამ ნიკოლოზის ძე (20. IV. 1932, თბილისი, – 23. II. 1986, იქვე), ინჟინერ-მშენებელი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1978), პროფესორი (1980). ჰიდრავლიკური კვლევის საერთაშ. ასოციაციის ეროვნ. კომიტეტის წევრი (1969-იდან).

1954 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი, 1957 – თბილ. სახელმწ. უნ-ტის მექანიკა-მათ. ფაკ-ტი. 1957–64 მუშაობდა ენერგეტ. და ჰიდროტექ. ნაგებობათა საქართვ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ჰიდროტექ. ლაბორატორიაში უფროს ინჟინრად, 1964–77 – საქართვ. სას.-სამ. ინ-ტში მათ. და თეორ. მექან. კათედრის გამგედ, 1977–79 – ისევ ენერგეტ. და ჰიდროტექ. ნაგებობათა საქართვ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტში ჰიდრავ. და ჰიდრომექან. განყ-ბის გამგის მოადგილედ. 1979–85 ამავე ინ-ტში ჰიდროდინამ. და კალაპოტში მიმდინარე პროცესების ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა, შეთავსებით პედ. მოღვაწეობას ეწეოდა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის თეორ. მექანიკის კათედრაზე. გ-ს სამეცნ. შრომები ეძღვნება გამოყენებითი მექან., ჰიდროტექ. და საინჟინრო ჰიდრავ. საკითხებს.