გვაზავა რობერტ ნიკოლოზის ძე

გვაზავა რობერტ ნიკოლოზის ძე (22. I. 1930, თბილისი, – 21. XII. 1992, იქვე), მოქანდაკე, გრაფიკოსი. საქართვ. დამს. მხატვარი (1980).

დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1957, ნ. კანდელაკის კლასი). 1958-იდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: ი. ჭავჭავაძის (მარმარილო, 1962, თბილ. ეთნოგრ. მუზეუმი), ნ. ბარათაშვილის (თაბაშირი, 1958, საქართვ. ლიტ-რის მუზეუმი, თბილისი), ზ. რუხაძის (ბრინჯაო, 1978, ხონი) პორტრეტები. წარმატებით მუშაობდა დაზგური გრაფიკისა („სულხან-საბა ორბელიანი ვენეციაში“, „სულხან-საბა ორბელიანი სტამბოლის ბაზარზე“) და წიგნის ილუსტრაციის (შ. არაგვისპირელის „გაბზარული გული“, „ჩემი ბრალი არ არის, ღმერთო!“) დარგში.